უკრაინაზე ცხრადღიანი იერიშის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის 180 000 ტონა მარცვლეულის მოსავალი, 26 პორტში ინფრასტრუქტურული ობიექტები და ხუთი სამოქალაქო გემი გაანადგურა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერში“ ავრცელებს.
მოხსენების თანახმად, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის საპორტო ქალაქებისა და მარცვლეულის საწყობების დაბომბვით სამხედრო დანაშაულების მორიგი სერია ჩაიდინა.
„ჩვენ უნდა შევაჩეროთ შიმშილის თამაშები და ახლავე უზრუნველვყოთ გლობალური სასურსათო უსაფრთხოება“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.