აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას მომავალ კვირას, 7 ივნისს წარადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პენსი აიოვას შტატში მხარდამჭერების წინაშე წინასაარჩევნო კამპანიისთვის შექმნილი ვიდეორგოლითა და სიტყვით წარდგება.
მაიკ პენსი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ტრამპის ადმინისტრაციაში იკავებდა. პრეზიდენტობის კანდიდატია ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. თეთრი სახლის დასაკავებლად ასევე იბრძვიან ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი და მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.