კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „ტვიტერით“ მიმართავს.
„მადამ „ევროპელო“ პრეზიდენტო! უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ გსმენიათ ევროპაში? არც აშშ-ის საელჩოში? საქართველოში? არა? გახსოვთ გვარამიამ FSB აგენტად რომ გამოგაცხადათ?
ანუ აწი ორნი ხართ FSB აგენტები, ნიკას ვერსიით თქვენ და აშშ-ს ფარცხალაძე“, – წერს გოგა ხაინდრავა.