ლუგანსკის რეგიონის დასახლებული პუნქტების გათვისუფლება შესალოა, უახლოეს დროში დაიწყოს, – განაცხადა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ.
ამასთან, მისი თქმით, ამისთვის აუცილებელია “დონეცკის ოლქში ქალაქ ლიმანის საბოლოო გათავისუფლება”.
გაიდაიმ აღნიშნა, რომ ლუგანსკის რეგიონში ოპერაციები შესაძლოა, უახლოეს დროში დაიწყოს, ამიტომ, ადგილობრივი მოსახლეობა მზად უნდა იყოს.
„ლიმანის საბოლოო განთავისუფლების შემდეგ, ესტაფეტას ჩვენ ავიღებთ. გაიგონებთ საომარი მოქმედებების მოახლოებას – დარჩით თავშესაფარში! დასახლებებს ვერ დავასახელებთ, მაგრამ ადგილობრივები გამიგებენ“, – თქვა მან.
სერგეი გაიდაი ამბობს, რომ საოკუპაციო ჯარები ლუგანსკის რეგიონის დატოვებას ცდილობენ.
ამასთან, დემორალიზებულია არმიის ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ რეგიონში რჩება.
„იქ სადაც პარტიზანებმა უკრაინის დროშები აღმართეს, ისევ ადგილზე არიან. კოლაბორატორები ვერ ბედავენ მათ ჩამოხსნას”, – ხაზგასმით აღნიშნა სერგეი გაიდაიმ.