ლიკანში საცხოვრებელ კორპუსში გაზი აფეთქდა

ლიკანში, ერთ-ერთ მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა. მარტოხელა ქალს სახლში გაზი აუფეთქდა. 

ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა.

ბინაში 75 წლამდე ასაკის ქალი იმყოფებოდა. ის „ჯეო ჰოსპიტალსის“ ბორჯომის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას სამედიცინო კვლევები უტარდება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ოთარ არბოლაშვილის განცხადებით,   კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. შენობა შემოსაზღვრულია და მიმდინარეობს შემოწმება.

„სავარაუდოდ, ხვალ კორპურსს ჩაუტარდება ექსპერტიზა, მანამდე კი, მოსახლეობას საცხოვრებლით ბორჯომის მერია უზრუნველყოფს. ყველანაირ ხარჯს ჩვენ დავფარავთ“, – განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ფოტოს აფეთქების ადგილიდან ტელეკომპანია „ბორჯომი“ ავრცელებს.