ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების სახელობის დოღი გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების – ნიკა იმნაძის, პაატა პაპიძის, დავით რამიშვილისა და ვაჟა თოდუას სახელობის ტრადიციულ ტურნირს დაესწრო.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მებრძოლების სახელობის დოღი, შეჯიბრი მკლავჭიდში, ძალოსნობაში, ასევე, ქართულ ჭიდაობაში, სადაც წელს, პირველად, გოგონებმაც მიიღეს მონაწილეობა.

 

გამარჯვებულებს, კობა კობალაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სიგელები გადასცეს, ხოლო, დოღში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.

 

ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე, უწყების წარმომადგენელი ლანჩხუთში, ელგუჯა ჩხაიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული ცენტრის უფროსი, პაატა ურუშაძე, ადგილობრივი ვეტერანები, დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები და ახლობლები.

 

კობა კობალაძემ, დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, დაღუპული გმირების, ნიკა იმნაძის, პაატა პაპიძის, დავით რამიშვილისა და ვაჟა თოდუას მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, აფხაზეთში დაღუპული გმირების სახელობის ტურნირი 1995 წლის 19 აგვისტოს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება. წელს, ტურნირი, პირველად ჩატარდა მარიამობის დღესასწაულზე და ამიერიდან, ყოველ წელს, 28 აგვისტოს გაიმართება