აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმის ფონზე გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
აღინიშნება, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა, კიმბერლი ჩიტლმა გადადგომის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მოსმენიდან მეორე დღეს გამოაცხადა, რომელზეც კომიტეტის წევრებმა 13 ივლისს ტრამპზე მომხდარი თავდასხმის დროს საიდუმლო სამსახურის ქმედებები გააკრიტიკეს. მაშინ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა უარი განაცხადა გადადგომაზე და განაცხადა, რომ ის ყველა კვალიფიციური ადამიანია ამ თანამდებობისთვის. ამავდროულად, ჩიტლმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმის აღკვეთა ვერ მოხერხდა.
ამისდა მიუხედავად, რესპუბლიკური პარტიის წევრები აქტიურად მოითხოვდნენ ჩიტლის გადადგომას და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მხრიდან მისი საქმიანობის გამოძიებას.
ცნობისთვის, აშშ-ის საიდუმლო სამსახური პასუხისმგებელია პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, მათი ოჯახის წევრებისა და მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატების უსაფრთხოებაზე.