ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია ა-ში გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ბურთი ნეაპოლში გაიტანა, სადაც მისი „ნაპოლი“ „უდინეზეს“ ხვდება.

ბურთი შეხვედრის მეორე ნახევარში, 74-ე წუთზე გავიდა. პირველ ტაიმში კი კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, რომელიც პიოტრ ზილინსკიმ გამოიყენა. საქართველოს ნაკრების წევრის ანგარიშზე ასევე საგოლე პასია, რომლის შემდეგაც ჯოვანი სიმეონემ გაიტანა. კიდევ ერთი გოლი ვიქტორ ოსიმენის ანგარიშზეა. „ნაპოლიმ“ შეხვედრა ანგარიშით 4:1 მოიგო.