„ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნული ჯილდო უკვე მეორედ მიიღო. მანამდე ის სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ გაუსწრო ფედერიკო ბასკიროტოს (ლეჩე), ანხელ დი მარიას (იუვენტუსი), ალექსეი მირანჩუკსა (ტორინო) და ვიქტორ ოსიმენს (ნაპოლი).
„კვარაცხელია პირველი მოთამაშეა, რომელმაც ერთ სეზონში ორჯერ მოიგო EA Sports-ის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო“, – განაცხადა Lega Serie A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუიჯი დე სიერვომ.