გერმანულ გაზეთ „ველტში“ (Die Welt) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ხუთი მიზეზი, რომლებიც უკრაინის მოსალოდნელ დამარცხებაზე მიანიშნებს“ (ავტორი – ქრისტოფ შილტცი), რომელშიც გაანალიზებულია უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა და ქვეყნის პერსპექტივა. „უკრაინა ომს წააგებს და ამისთვის ბევრი წინამძღვარი არსებობს“, – ასეთი დასკვნაა გაკეთებული ანალიტიკურ პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
მეტყველებენ“ დამარცხების თითქმის ათას დღე-ღამიანი ბრძოლების შემდეგ სამხედრო მოქმედებები უკრაინაში ახალ ფაზაში გადადის. „ტალახიანი“ პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით ბრძოლის ტემპი პირველ ეტაპზე, ალბათ, შენელდება. სამხედრო ანალიტიკოსი, პოლკოვნიკი მარკუს რაისნერი ავსტრიის თავდაცვის სამინისტროდან, ელოდება, რომ მოსკოვი მაინც გააგრძელებს შეტევას უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დასაკავებლად, დაბომბვას არტილერიისა და „მფრინავ-პლანერული“ ბომბების მეშვეობით, რათა პოზიციები გააიუმჯობესოს ახალი სამომავლო შეტევისათვის.
ამჟამად რუსეთს დაკავებული აქვს უკრაინის ტერიტორიის ერთი მეხუთედი ნაწილი: მხოლოდ აგვისტო-სექტემბრის ბრძოლებით ვლადიმერ პუტინის ჯარებმა უფრო მეტი ტერიტორია დაიპყრეს, ვიდრე მთელი 2023 წლის განმავლობაში. დონბასის ეკონომიკური სიმძლავრეების 80% (დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სამრეწველო ინფრასტრუქტურის ჩათვლით) ახლა უკვე მოსკოვის ხელშია. კრემლი აკონტროლებს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების 70%-ს.
დღეისათვის კიევს არ აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ სამხედრო ზალის მეშვეობით მთლიანად დაიბრუნოს რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები. და მაინც, სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დეკლარირებული „გამარჯვების გეგმის“ მთავარი მიზანი.
თუ ჩვენ ამ გეგმის რეალურობაზე ვიმჯელებთ, მაშინ ყოველგვარი მიკერძოების გარეშე უნდა ვთქვათ, რომ ამჟამინდელ სიტუაციაში უკრაინა სამხედრო მოქმედებებს წააგებს, ხოლო რუსეთი მოიგებს. უფრო მეტიც – ცეცხლი რომც შეწყდეს და სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს (თუმცა არც ერთი და არც მეორე ჰორიზონტზე არ მოჩანს), სიტუაცია საეჭვოა შეიცვალოს. დასავლეთიც და რუსეთიც თვლიან, რომ მოლაპარაკების შედეგი განისაზღვრება ფრონტზე შექმნილ ძალთა თანაფარდობით კომპრომისების ძიების მომენტში.
როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა „ბრიკს“-ის (BRICS) სამიტის დროს ყაზანში, მოლაპარაკება ორიენტირებული უნდა იყოს „მიწაზე შექმნილ რეალიებზე“, თუმცა დასავლეთი, უეჭველია, ყველაფერს გააკეთებს, რათა არ აღიაროს მოსკოვის პროგნოზირებული წარმატება და კრემლი ზეწოლით „დაამშვიდოს“. „როგორიც არ უნდა საბოლოო შეთანხმების შინაარსი, ჩვენ არასოდეს არ ვაღიარებთ მას მოსკოვის გამარჯვებად“, – განაცხადა რამდენიმე დღის წინათ „ველტ“-თან საუბარში ნატოს ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა, რომელმაც, უსაფრთხოების გათვალისწინებით, თავისი სახელი არ გაამხილა.
არსებობს 5 მიზეზი, რომლის გამოც უკრაინას წარმატების მიღწევა არ შეუძლია.
პირველი – „გამარჯვების გეგმა“ ჩაშლილია
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ მიზანი გამოიხატება სამხედრო მოქმედებებში გარდატეხის შეტანაში. მისი გათვლების მიხედვით, უკრაინა უნდა გაძლიერდეს როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით, რათა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიეროს – მას გამარჯვება უკვე აღარ შეუძლია. ხუთპუნქტიანი გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ორ პუნქტი ითვალისწინებს ნატოში მიწვევას და ნებრართვის მიღებას იმისათვის, რომ უკრაინამ რუსეთს დასავლური წარმოების შორი მოქმედების რაკეტებით დარტყმა მიაყენოს. „დროის დაკარგვა არ შეიძლება“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. რუსეთის ტერიტორიისადმი დარტყმის მიყენების იდეას იწონებს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი რონ ბაუერიც, რომელიც ამგვარ მოქმედებას „სრულიად ლოგიკურ გადაწყვეტილებად“ მიიჩნევს. ამის მიუხედავად, დასავლეთი სათანადო ყურადღებას არ აქცევს კიევის მოთხოვნას და ნებართვის გაცემაზე უარს ამბობს, განსაკუთრებით ვაშინგტონი და ბერლინი. დიდი ალბათობით, სიტუაცია არ შეიცვლება – იმის დამოუკიდებლად, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩ ევნებში – დონალდ ტრამპი თუ კამალა ჰარისი.
დასავლეთი თავს არიდებს ომის ესკალაცაიას – საბოტაჟს, კიბერშეტევებს, დეზინფორმაციის ნაკადის გაძლიერებას დასავლეთის ქვეყნებში და ჩარევებს ამჟამად მიმდინარე სხვა კონფლიქტებში. მაგალითად, რუსეთი დიდი ხანია მხარს უჭერს იემენში მიმდინარე კონფლიქტს, ახლახანს კი კრემლმა ერთ-ერთ მხარეს – ხუსიტებს – ფარულად რაკეტები მიაწოდა, რომლებსაც ისინი, სავარაუდოდ, წითელ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობისათვის ხელშემშლელ ინსტრუმენტად გამოიყენებენ. ამრიგად, ვოლოდიმირ ზელენსკი ფაქტიურად ხელცარიელი დარჩა თავისი ევროპულ-ამერიკული ვოიაჟის შემდეგ, რომლის მიზანს „გამარჯვების გეგმის მხარდაჭერის მიღება შეადგენდა. „დასავლეთი უკრაინის ლიდერისაგან უფრო რეალისტურ გეგმას ელოდება“, – თვლის ავსტრიელი პოლკოვნიკი მარკუს რაისნერი.
ბრიტანულმა გაზეთმა „გარდიანმა“ და რიგმა ამერიკულმა გაზეთებმა ამას წინათ ერთდროულად გაავრცელეს ცნობა, რომ ამერიკული სამთავრობო წრეების აზრით, ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ საიმარ მოქმედებებს დაუსრულებელ ომამდე მიიყვანს და დასავლეთის უსაფრთხოებას დაემუქრება. ამიტომაც აუცილებელია თავშეკავების გამოჩენა იარაღის სამომავლო მიწოდების საკითხში. გარდა ამისა, ნატოს ბლოკში უკვე გაისმის ხმები, რომლებშიც ეჭვია გამოხატული – „უკრაინა ვერ შეძლებს ყველა ტერიტორიის დაბრუნებას“.
მეორე – იარაღის დეფიციტი
სამხედრო დახმარების ის მოცულობა, რომელსაც დასავლეთი უკრაინას უწევს, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ უკრაინელებმა რუსებს წინააღმდეგობა გაუწიონ, მაგრამ ძალიან ცოტაა, რომ უკრაინამ თავისი სასიცოცხლო (კრიტიკული) ინფრასტრუქტურა დაიცვას, ან ფრონტზე კონტრშეტევები განახორციელოს.
უკრაინული გაზეთის Kyiv Post-ის მონაცემებით, ბოლო თვეებში უკრაინამ რეკორდულად ცოტა იარაღი მიიღო, სამხედრო მოქმედებების მთელი დროის განმავლობაში. უკრაინის არმიას არ ჰყოფნის საარტილერიო ჭურვები, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, შორი მოქმედების რადიუსის მქონე რაკეტები – მტრის ზურგში მდებარე სამეთაურო ცენტრების, სამხედრო ქარხნების, აეროდრომებისა და საწყობების გასანადგურებლად. ყველაზე შორსმსროლელი იარაღი, რომელსაც გერმანია აწვდის, არის სარაკეტო დანადგარი Mars II, რომლის ფრენის სიშორე მხოლოდ 80 კილომეტრია. ამერიკელებმა კი ფრთოსანი რაკეტის AGM 158-ის ნაცვლად (რომლის ფრენის სიშორე 1800 კილომეტრია), უკრაინელებს AGM 154 მისცა – სულ რაღაც 160-კილომეტრიანი სიშორით. გარდა ამისა, დასავლეთს იარაღის არსენალებიც ეწურება – ამერიკას ძალიან შეუმცირდა პორტატული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი „ჯაველინი“.
რასაკვირველია, ასეთი სიტუაცია ცუდი შედეგების მომტანია: დონბასში რუსეთის არმია წინ შეუჩერებლად მიიწევს, ზედიზედ იპყრობს ქალაქებს და სოფლებს. დღეისათვის რუსეთის არმიას უკვე გარღვეული აქვს უკრაინის თავდაცვის მეორე ხაზი და თუ ქალაქ პოკროვსკს დაიკავებს, კრემლის ჯარი მესამე (და უკანასკნელ) თავდაცვის ხაზს მიადგებიან.
მარკუს რაისნერის აზრით, პოკროვსკის სავარაუდო დაპყრობა ნიშნავს, რომ რუსეთის არმია წლის ბოლომდე დასავლეთის მიმართულებით ღრმა გარღვევას განახორციელებს და იანვრისათვის დონბასის ფრონტი კრახს განიცდის. ეს იმის დადასტურება იქნება, რომ ვლადიმერ პუტინმა თავისი ე.წ. „სპეცოპერაციის“ საკვანძო მიზნებს მიარწევს.
აგვისტოში უკრაინის არმიის განხორციელებული რეიდი კურსკის ოლქში (6 ათასი ჯარისკაცით) კიევისათვის კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა: ვოლოდიმირ ზელენსკის ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი თავის ჯარებს დონბასიდან კურსკის ოლქში გადაისვრიდა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი შეცდა – კრემლს არცერთი საბრძოლო ქვედანაყოფი არ მოუხსნია დონბასის ფრონტიდან. უკრაინამ კურსკის ოპერაციის განსახორციელებლად თავისი ელიტური რეზერვები გამოიყენა, ახლა კი რეზერვებიც ამოეწურა. გარდა ამისა, კიევისათვის არასაკმარისია მუხლუხიანი ტექნიკა და საინჟინრო საშუალებები სანგრების გასათხრელად და რაც აქვს, ინტენსიური მუშაობით ისინიც თანდათანობით ძველდება, ცვდება და მწყობრიდან გამოდის.
მესამე – პირადი შემადგენლობის უკმარისიბა
ამჟამად 540 ათას რუსი ჯარისკაცის წინააღმდეგ დაახლოებით 450 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი იბრძვის. უკრაინის ჯარების მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე მეომართა რაოდენობა 690 ათასამდე გაიზრდება. უკრაინელი ჯარისკაცტა საუალო ასაკი 45 წელია, ისინი ხშირად ცუდად გაწრთვნილები არიან, ბევრი ფრონტზე ომის დაწყებიდანვე იმყოფება და დაქანცულნი არიან.
დასავლეთის მოთხოვნის მიუხედავად, კიევის მთავრობას არ სურს გასაწვევი ასაკის შემცირება 25 წელზე ქვემოთ, რათა მოსახლეობის მხარდაჭერა არ დაკარგოს. ამასთან, თითქმის მილიონამდე ახალგაზრდა გამწვევ პუნქტებში არ რეგისტრირდებიან და იმალებიან.
ჟურნალ „ეკონომისტის“ მონაცემებით, დეზერტირთა რაოდენობა დაახლოებით 10%-მდე შეადგენს. უკრაინის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრის რომან კოსტენკოს თქმით, მობილიზაციის პროცესი, ფაქტიურად, ჩაშლილია. მართალია, უკრაინის არმიის სარდლობა დანაკარგებს არ ამხელს, მაგრამ ამერიკული დაზვერვის ახალი მონაცემების მიხედვით, უკრაინამ დაკარგა 80 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მოკლულის სახით და 400 ათასამდე – დაჭრილ-დასახიჩრებული სახით – უფრო მეტი, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ.
მეოთხე – პუტინის წარმატებული კოალიცია
მაღალი ენერგოშემოსავლების (ნავთობისა და გაზის გაყიდვის) წყალობით, ვლადიმერ პუტინს აქვს ყველა შესაძლებლობა საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად. ექსპერტთა აზრით, კრემლს შეუძლია დღევანდელ დონეზე კიდევ სამი-ოთხი წელი იომოს.
ფინური ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან (2022 წლის თებერვლიდან) რუსეთმა ენერგომატარებლების გაყიდვით 707 მილიარდი ევრო მიიღო გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის გაყიდვით. თუ ამ შემოსავლებს რუსეთის სამხედრო ხარჯებს შევადარებთ, რომელიც მხოლოდ 100 მილიარდ ევროს შეადგენს (ოფიციალურად), მაშინ ნათელი გახდება, თუ რა დიდი რესურსები აქვს მოსკოვს.
ვენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მონაცემტა თანახმად, 2022 წლიდან რუსეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობა ჩინეთთან 40%-ით გაიზარდა, თურქეთთან – 23%-ით, ინდოეთთან კი მთელი 140%-ით. გარდა ამისა, რუსეთს სულ უფრო მეტი სახელმწიფო უჭერს მხარს „მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის“ გეგმის განხორციელებაში.
მეხუთე – მხარდაჭერის შემცირება
უკრაინის მიმართ საერთაშორისო (დასავლური) მხარდაჭერა მცირდება რამდენიმე მიმართულებით: პირველი – აშშ იძულებულია დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდოს არა მარტო უკრაინას, არამედ ისრაელსაც. მეორე – დასავლეთში უკრაინის გამარჯვებისადმი რწმენა სუსტდება, ხოლო ომის ესკალაციის მიმართ შიში მატულობს. დასავლურ საზოგადოებებში მკაფიოდ შეინიშნება კიევისადმი მხარდაჭერისა და უკრაინისათვის მსხვერპლზე წასვლის მზადყოფნის შესუსტება. მესამე – უკრაინის მთავრობა ქვეყნის მოსახლეობაში სულ უფრო ნაკლები მხარდაჭერით სარგებლობს: კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტის მონაცემებით, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის საქმიანობას „პოზიტიურად“ მხოლოდ 7% აფასებს, ხოლო 55% – „ცუდად“ და „ძალიან ცუდად“. მეოთხე – სამობილიზაციო ღონისძიებების ჩატარებისას საზოგადოება არასასიამოვნო სცენების მომსწრე ხდება: გასაწვევი ასაკის პირებს საჯაროდ ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იჭერენ, რაც მთავრობის მიმართ ნეგატიურ რეაქციას იწვევს, მცირდება საბრძოლო სულისკვეთება. გარდა ამისა, გაეროს მონაცემებით, ზამთარი კარზეა მომდგარი, უკრაინას კი ელეტროენერგიის მწვავე დეფიციტი აქვს. დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო მოსახლეობას ელექტროდენი დღე-ღამეში მხოლოდ ორიოდე საათით მიეწოდება, რაც უკმაყოფილებას ზრდის. გამოკითხვები მოწმობენ, რომ ახალგაზრდა უკრაინელებში მატულობს განწყობა იმისა, რომ ხელისუფლებამ მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიები დათმოს.