„ხელოვნური ინტელექტის (AI) როლი მეცნიერების სფეროში“- შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შეხვედრა, თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის (AI) როლი მეცნიერების სფეროში“.

 მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან  შეხვედრას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, თეიმურაზ დოჭვირი, გენერალური დირექტორის მოადგილე, სანდრო სამხარაძე , ფონდის წარმომადგენლები,  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ზაზა მარუაშვილი , საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს,  საგრანტო პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი სალომე ხაჩიაური-სოლტაუ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები : ტომერ საიმონი – Microsoft Israel R&D ცენტრის მთავარი მეცნიერი, შარმისტა აპპაია –  გლობალური ლიდერი, ციფრულ მონაცემთა ინფრასტრუქტურა, იულია კოჯაკარუ   – კერძო სექტორის განვითარების უფროსი სპეციალისტი, ზოჰარ იანოვიჩი  – ეკონომისტი და იოჰან ბერგმანი –  კერძო სექტორის სპეციალისტი.

 შეხვედრა მიზნად ისახავდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს მეცნიერების განვითარების მიმართულებით.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება და სამომავლო გამოწვევები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.