ფული არის მათი ერთადერთი რესურსი, რეპუტაციაში კი სერიოზულად უჭირთ. „ნაციონალური მოძრაობის“ რესურსი რეალურად რაც არის, ეცდებიან, რომ შეინარჩუნონ. ვნახოთ, რამდენად მოახერხებენ დაახლოებით 30-პროცენტიანი რესურსის შენარჩუნებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ძნელად წარმოსადგენია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლოს, თუნდაც 30-პროცენტიანი ნდობის შენარჩუნება, გამომდინარე იმ რეპუტაციიდან, რომელიც კეზერაშვილს, მერაბიშვილს და ხაბეიშვილს აქვთ.
„კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ადამიანებთან გვაქვს საქმე. კეზერაშვილი, რომელიც გახდა მულტიმილიონერი ქართული ჯარის და ბიზნესის რეკეტის, ძარცვის ხარჯზე. ეს არის მთავარი ლიდერი დღეს „ნაცმოძრაობაში“.
ვანო მერაბიშვილი, რომელიც დღესაც გვეუბნება, ხელისუფლებაში თუ მოვლენ, მეორე ფრონტს გახსნიან. ესეც იყო 7 ნოემბრის, 26 მაისის, „იმედში“ შემოჭრის ავტორი. ერთი კორუმპირებული უბედური კაცი, რომელმაც ლაპარაკიც არ იცის. მისი ნებისმიერი გამოჩენა არის საჩუქარი ჩვენთვის. კეზერაშვილი არის ჩვენი ერთგვარი „სეკრეტ სანტა“, რომელმაც გვაჩუქა ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი. დიდი მადლობა მას ამ ორი საჩუქრისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.