კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული ბანანის კომპოზიცია სოტბის აუქციონზე 6.2 მილიონ დოლარად გაიყიდა

კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული ბანანის კომპოზიცია სოტბის აუქციონზე 6.2 მილიონ დოლარად გაიყიდა.

იტალიელი მაურიციო კატელანის პროვოკაციული ნამუშევარი ჩინური წარმოშობის კრიპტოვალუტის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენმა, ჯასტინ სანიამ შეიძინა, რომლის თქმითაც, კომპოზიცია „არ არის მხოლოდ ხელოვნების ნიმუში, ის წარმოადგენს კულტურულ ფენომენს, რომელიც ხელოვნების, მიმებისა და კრიპტოვალუტის სამყაროებს ერთმანეთთან აკავშირებს“.

აუქციონზე გამოტანილი ლოტისთვის კიდევ ექვსი მსურველი იბრძოდა, საორიენტაციო საწყისი ფასი 1-1.5 მილიონი დოლარით იყო განსაზღვრული. ხუთი წლის წინ კი მისი ფასი 120 000$-ს შეადგენდა.

იქედან გამომდინარე, რომ კომპოზიცია ცოცხალ ხილს – ბანანს შეიცავს, ყოველი გამოფენისას ის ახალი პროდუქტით ნაცვლდება. კომპოზიციაში პირველად გამოყენებული ბანანი კი ქართული წარმოშობის ამერიკელმა ხელოვანმა, დეივიდ დათუნამ შეჭამა.