პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის საფრანგეთში ვიზიტებს და აქედან გამომდინარე დადებულ შედეგებს აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს ორი პიროვნების შესადარებლად – პრეზიდენტი, რომელმაც აბსოლუტურად დაკარგა ლეგიტიმურობა და სამართლებრივად ის მოგზაურობა, რომელსაც ის ვიზიტს უწოდებს, მოგზაურობადღა რჩება და არა ვიზიტად, იმიტომ, რომ ლეგიტიმაცია მას ქართველი ხალხის უმრავლესობისგან არ აქვს და პრემიერ-მინისტრი, დიახ ჩვენ გვყავს ღირსეული პრემიერი, რომლის სიტყვა საქმეა და ის ღირსებით, ამაყად წარმოადგენს ქართულ სახელმწიფოს.
ქართული სახელმწიფო იმსახურებს ამას იმ დიდი და კოლოსალური შრომის შედეგით, რომელიც მან გასწია, რათა ევროკომისიას მიეღო გადაწყვეტილება და რეკომენდაცია გაეცა იმაზე, რაზეც გასცა“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.