“კარგი იქნებოდა საქართველოსაც გაეყინა რუსული აქტივები” – არახამია

დავით არახამია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული რუსული აქტივები გაყინოს. პოსტს სოციალურ ქსელში უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანი კანადის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ აქვეყნებს და წერს:

“კარგი იქნებოდა მსგავსი სოლიდარობა საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა, თუმცა გვესმის, რომ ამის მოლოდინი არ უნდა გქონდეს. იმედი მაქვს, დასკვნებს გამოვიტანთ, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართელოსთვის.