“არ ვარ მომხრე, რომ ტურისტები ეთნიკური ნიშნით გავარჩიოთ, მაგრამ კარგად მესმის მოქალაქეების, რომლებიც ქუჩაში დადიან და ხედავენ რუსეთის ამხელა რაოდენობის მოქალაქეებს, ეს რაღაც შიშებს იწვევს, რასაც ადეკვატური პასუხი სჭირდება, რომელიც მთავრობამ უნდა გასცეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა აკეთებდეს განმარტებას და ჩვენს მოქალაქეებს ზუსტ ინფორმაციას აწვდიდეს, რა რაოდენობის რუსი ტურისტია შემოსული.
„არ მგონია, რომ ეს ომში ჩათრევის კამპანიას ემსახურებოდეს. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა აკეთებდეს განმარტებას და ჩვენს მოქალაქეებს ზუსტ ინფორმაციას აწვდიდეს, რა რაოდენობის რუსი ტურისტია შემოსული და არსებობს თუ არა რაიმე საფრთხე ამ რაოდენობის საქართველოში ყოფნისგან. არ ვარ მომხრე, რომ ტურისტები ეთნიკური ნიშნით გავარჩიოთ, მაგრამ კარგად მესმის მოქალაქეების, რომლებიც ქუჩაში დადიან და ხედავენ რუსეთის ამხელა რაოდენობის მოქალაქეებს, ეს რაღაც შიშებს იწვევს, რასაც ადეკვატური პასუხი სჭირდება, რომელიც მთავრობამ უნდა გასცეს“, – განაცხადა იოსელიანმა.