“კამალა ჰარისის პრეზიდენტობის დროს გერმანიისათვის ყველაფერი კარგად იქნება? ნურას უკაცრავად!”-Süddeutsche Zeitung

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა და ესტაფეტა კამალა ჰარისს გადასცა, გერმანიის კანცლერმა კამალა ჰარისზე ლოცვა დაიწყო და ჰგონია, რომ იგი დონალდ ტრამპს დაამარცხებს და ჯო ბაიდენის საგარეოპოლიტიკურ კურსს გააგრძელებს., – წერს გაზეთი „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ (Süddeutsche Zeitung) სტატიაში სათაურით: „კამალა ჰარისის პრეზიდენტობის დროს გერმანიისათვის ყველაფერი კარგად იქნება? ნურას უკაცრავად!“ (ავტორი – დენიელ ბროსერი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„დასკვნების გამოტანას ნუ ვიჩქარებთ, რადგან კამალა ჰარისი ჯო ბაიდენს არ ჰგავს, სხვა თაობის პოლიტიკოსია – იგი ევროპის მიმართ სიყვარულსა და მფარველობაზე ჩაციკლული არ არის და შეიძლება ბრიუსელის მიმართ უფრო მომთხოვნიც კი იყოს, ვიდრე დონალდ ტრამპი. ამას მოწმობს მისი ერთგვარი ცივი დამოკიდებულება ისრაელისადმიც, რომლის ნათელი მაგალითია გასულ კვირაში მომხდარი „დიპლომატიური ინციდენტი“: 22 ივლისს ვაშინგტონში ვიზიტით ჩავიდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, გავიდა თითქმის სამი დღე და მას არავინ არ შეხვედრია – არც პრეზიდენტი და არც ვიცე-პრეზიდენტი. ჯო ბაიდენი კოვიდით იყო ავად, კამალა ჰარისმა კი ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტი თითქმის უყურადღებოდ დატოვა, სხვა ღონისძიებაზე გაემგზავრა ინდიანას შტატში და ებრაელ ლიდერს მხოლოდ ვიზიტის მეხუთე დღეს შეხვდა. ეს ფაქტი ამერიკელმა ჟურნალისტებმა კამალა ჰარისის მხრიდან გამოვლენილ „ბოიკოტად“ შეაფასეს.

როგორც კი ჯო ბაიდენმა საარჩევნო კამპანია შეწყვიტა და საპრეზიდენტო რბოლაში ასპარეზი კამალა ჰარისს დაუთმო, ოლაფ შოლცმა იჩქარა და კამალა ჰარისის მიმართ კომპლიმენტების გაკეთება დაიწყო: „იგი არის კომპეტენტური და გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელმაც ზუსტად იცის, რას აკეთებს და აქვს ძალიან მკაფიო წარმოდგენა თავისი ქვეყნის როლის შესახებ თანამედროვე მსოფლიოში, საერთაშორისო მოვლენებზე და გამოწვევებზე, რომლებთანაც შეჯახება მოუწევს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა ზაფხულის არდადეგების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კამალა ჰარისის მიმართ. გერმანიის კანცლერის ქცევა გასაგებია – იმიტომ, რომ თუ პრეზიდენტად კამალა ჰარისი არ იქნება, მაშინ იქნება ალტერნატიული კანდიდატი დონალდ ტრამპი, რომელთანაც გერმანიას, დიდი ალბათობით, ან ცუდი, ან კატასტროფული ურთიერთობა ექნება.

არ უნდა ვიფიქროთ ისე, რომ თითქოსდა კამალა ჰარისი ჯო ბაიდენის პოლიტიკური ხაზის გამგრძელებელი იქნება. მართალია მას არაერთხელ დაუფიქსირებია ფორმალურად, განცხადებებით, რომ „მე და ბაიდენი უკრაინას მხარს ვუჭერთ“, „მე და ბაიდენი ნატოს ერთგულები ვართ“, მაგრამ თუ იგი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება, რეალურად მაინცდამაინც არ იზრუნებს „ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაზე“. იმიტომ, რომ იგი უკვე პირდაპირ და უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი აშშ-ის მდგომარეობაზე, მას მოუწევს ამერიკის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება.
კამალა ჰარისს ასვე მოუწევს უფრო ხისტი პოლიტიკის გატარება თელ-ავივის მიმართ. იგი არ იქნება ევროპის მიმართ მგრძნობიარე, შეიძლება უფრო მომთხოვნი იყოს კი იყოს, ჯო ბაიდენისაგან განსხვავებით, ევროპელთა მხრიდან გაწეული თავდაცვის ხარჯების მიმართ.“

წყარო: