ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხს ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გამოეხმაურა.
სტეფანე კალაიჯიშვილის განცხადებით, პატიმრისა და მისი მხარდამჭერების მოთხოვნა სასჯელის ვადის ამოწურვამდე გათავისუფლების შესახებ, გაუგებარია. სასულიერო პირი ამ კონტექსტში პოლარიზაციის პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას.
„კაცი, რომელიც ამბობს, რომ მე უნდა გამათავისუფლოთ იმიტომ, რომ მე ვერ ვეგუები ციხეს, რომელი ასეთი ადამიანი გაათავისუფლა რომელიმე ციხემ? სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელსაც მისჯილი აქვს ის, რაც აქვს მისჯილი, ის გინდა თუ არა უნდა გაათავისუფლო და ამაშია თურმე პოლარიზაციის პრობლემა, პოლარიზაცია მოდის იქიდან – შენ რომ ებრძვი შენ ქვეყანას, აგერ, უკვე პირდაპირ ტანკების შემოსვლას მემუქრები და ხელისუფლების შეცვლას მიქადაგებ. მეუბნები, ჩვენ ქართველები დებილები ვართ, რატომ არ ვდგებით ყველა, ქუდზე კაცი და რატომ არ ვყვირით free, რაღაცა. Free ვიცი კარტოფილი, კარგია, გემრიელია და სხვა free რა არის ვერ გავიგე. თუ რამე სწორად გინდა გააკეთო, მაშინ გააკეთე ის, რაც არის სწორი ქვეყნისთვის“- განაცხადა მეუფე სტეფანემ.