2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1,049 ათასი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 198.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე – ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
უწყებისვე ცნობით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი – 47.0% 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.
2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (52.0%) დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა.
რაც შეეხება ვიზიტორების განაწილებას ქვეყნების მიხედვით, II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 147.7 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.1%-იანი წილით.