Warning: getimagesize(https://gtradio.ge/wp-content/uploads/2024/09/imedi-poto-2024-09-22t102415-137.jpg): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.0 404 Not Found in /home/gtradio/public_html/wp-content/plugins/easy-social-share-buttons3/lib/modules/social-share-optimization/class-opengraph.php on line 630

ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრელებს.

 

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებს 22-26 სექტემბერს ეწვევა.

 

„ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში”, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან. მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.