ილონ მასკი საკუთარ აეროპორტს იშენებს

ილონ მასკი საკუთარი აეროპორტის აშენებას ოსტინის, ტეხასის გარეთ, გეგმავს, რათა მას და მის ტოპ მენეჯერებს ჰქონდეთ მარტივი წვდომა Tesla-სა და The Boring Company-ს ობიექტებზე.

 

ამის შესახებ Daily Mail წერს.

მასკის ორი კომპანია, Tesla (Giga Texas) და The Boring Company, დაფუძნებულია ოსტინში. თავად მასკი ტეხასში ცხოვრობს, მას შემდეგ, რაც თავისი მიწიერი უძრავი ქონება გაყიდა და საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა.

მასკს, რომელიც ცნობილია საკმაოდ ასკეტური ცხოვრების წესით – ახლა საკუთარი სახლიც კი არ აქვს – ვერ დათმობს კერძო თვითმფრინავს, რადგან როგორც თავად თქვა, მხოლოდ ასე შეუძლია დროულად მოხვდეს იქ, სადაც დასჭირდება.

 

ის ფლობს 2015 წლის Gulfstream G650-ს, მაგრამ უკვე შეუკვეთა ახალი თვითმფრინავი, რომელსაც მომავალ წელს მიიღებს.