იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ BBC იტყობინება.
მედიის ცნობით, სტიქია ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდას აღწევდა. ნოტოსა და იშიკავას პრეფექტურაში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. ოკეანის პირას მცხოვრებ მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.