დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ მისი ლიდერის ჰასან ნასრალას სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა. ინფორმაციას BBC დაჯგუფებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) დღეს გაავრცელა ცნობა, რომ გუშინ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად „ჰეზბოლას“ ლიდერის ლიკვიდაცია მოახდინა.