გურჯაანში ავარიას ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა, მათ შორის 4 წლის ბავშვი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მინიტრაქტორს შეეჯახა, რის შემდეგაც მოცურდა და ამობრუნდა.

ავტომობილში მყოფი ცოლ-ქმარი და ოთხი წლის ბავშვი მძიმე ტრავმებით გურჯაანში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გადარჩა ავტომანქანაში მყოფი ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი, რომელიც 7 წლისაა.

 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.