“გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად”- ევროკავშირის ელჩი საქართველოში

საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიმართვაში, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე გამოქვეყნდა.

 

პაველ ჰერჩინსკის თქმით, პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უზარმაზარი პრივილეგიაა.

 

„გამარჯობა საქართველო! ძვირფასო მეგობრებო! საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობაა. ამ თანამდებობაზე დანიშვნა ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა. ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ახალ რეალობას ქმნის.

ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად. ამ პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უზარმაზარი პრივილეგიაა“, – ნათქვამია ელჩის მიმართვაში.