გორში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. როგორც ცნობილია, ამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები 58 წლის ნიკოლოზ ტლაშაძეა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 240-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.