დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა „ნაცია“.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, როინ ქოჩორაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელია.
„რატომ გაგიკვირდათ? რა არის პრობლემა? როინ ქოჩორაშვილი „ნაცია“. გახარიას პარტიის წარმომადგენელია. ჩემზე უკეთ იცით ეს და რა არის ამაში გასაკვირი“,- აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტთან დაკავშირებით გუშინ დედაქალაქში მარში გაიმართა. თბილისში მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი. მან “ინსტაგრამის” “სთორიში” აქციაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ამასთან, „ფეისბუქ“ პოსტი დაწერა გიორგი ქოჩორაშვილის მამამ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს გზა ევროპაშია.