პარლამენტის წევრს, გიორგი ხოჯევანიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება საკუთარი განცხადების საფუძველზე ვადამდე შეუწყდა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კომიტეტმა განიხილა გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადება მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და დაადგინა მისი ნამდვილობა.
„გიორგი ხოჯევანიშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტი 78 ხმით არის მიღებული.