ღაზაში დაღუპულია 4 385 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 13 561. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად 4 385 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 1 756 ბავშვი და დაშავებულია 13 561 ადამიანი. დღეს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გავლით ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება მოხერხდა.
ამასთან, ისრაელში აცხადებენ, რომ ისრაელის ტერიტორიაზე 1 400-მდე ადამიანი დაიღუპა. ამასთან, „ჰამასის“ 1 500 მებრძოლის ლიკვიდაცია მოხდა.