ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის მთავარი პრიორიტეტი მძევლების გადარჩენაა.
მისი თქმით, ღაზას სექტორში გვირაბების რთული ქსელია და „ჰამასის“ მიერ გატაცებული 150-200 ადამიანი, სავარაუდოდ, სწორედ იქ ჰყავთ დაკავებული.
”ძალიან რთულია ნებისმიერი თანამედროვე სამხედრო ძალისთვის ასეთ მჭიდრო ურბანულ მხარეში ბრძოლა”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.
მისი თქმით, ისრაელის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ იქნება, თუმცა „ჰამასი“ მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.
”მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ვაპირებთ ვებრძოლოთ დაუნდობელ მტერს, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია გამოიყენოს ყველაფერი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა ცოცხალ ფარად და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სამხედრო მიზნებისთვის”, – აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა.