ისრაელის ზოგიერთმა ქმედებამ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში, როგორიცაა საკვებისა და წყლის შეწყვეტა ღაზასთვის, შეიძლება კიდევ უფრო სასტიკი გახადოს პალესტინელების დამოკიდებულება და შეასუსტოს ისრაელის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელის ნებისმიერმა სამხედრო სტრატეგიამ, რომელიც უგულებელყოფს ომის ადამიანურ დანაკარგებს, საბოლოოდ შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს.
„ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება, შეუწყვიტონ საკვები, წყალი და ელექტროენერგია დატყვევებულ მშვიდობიან მოსახლეობას (ღაზაში) ქმნის არა მხოლოდ მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების რისკს, არამედ შესაძლოა, კიდევ უფრო გაასასტიკოს პალესტინელთა დამოკიდებულება თაობების განმავლობაში, ძირი გამოუთხაროს ისრაელის მიმართ გლობალურ მხარდაჭერას, იმუშაოს ისრაელის მტრების სასარგებლოდ და ძირი გამოუთხაროს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად გრძელვადიან ძალისხმევას“, – აღნიშნა ობამამ.
ამასთან, მან დაგმო „ჰამასის“ თავდასხმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ ასეთ ომებში აუცილებელია მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა.