ღაზაში, ისრაელის იერიშების შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინური საინფორმაციო სააგენტო WAFA ავრცელებს.
პალესტინური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ისრაელმა იერიშები ხან-იუნისის აღმოსავლეთით და ალ-ნუსეირათის ბანაკის ტერიტორიაზე განახორციელა.
დაღუპულებს შორის ერთი ქალი და ორი ბავშვია.
თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა.