გენოციდის მომწყობ ნეთანიაჰუს ჰიტლერის მსგავსი დასასრული ექნება-თურქეთის საგარეო უწყება

როგორც გენოციდის მომწყობმა ჰიტლერმა დაასრულა, ისეთივე დასასრული ექნება გენოციდის მომწყობ ნეთანიაჰუს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელ კაცის სოციალურ ქსელში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი პოსტების შესახებ წერილობითი განცხადება გააკეთა.

„როგორც გენოციდის ჩამდენმა ნაცისტებმა აგეს პასუხი, ზუსტად ისე აგებენ პასუხს, ვინც პალესტინის განადგურებას ცდილობენ“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერდოღანი კაცობრიობის სინდისის ხმა გახდა.

„ჩვენი პრეზიდენტი გახდა ადამიანური სინდისის ხმა. საერთაშორისო სიონისტური წრეები და განსაკუთრებით ისრაელი, რომლებსაც სურთ ამ სიმართლის ჩახშობა, დიდ მღელვარებაში არიან. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ისტორია ყველა გენოციდისა და მათი მხარდამჭერისთვის ერთნაირად დასრულდა“, – წერს ჰაკან ფიდანი.

ეს განცხადებები თურქეთში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი სადამ ჰუსეინს შეადარა.