“გავრცელებული ჩანაწერი ადასტურებს რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საქართველოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით შემოიპარა”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს.
“გავრცელებული ჩანაწერი ადასტურებს რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საქართველოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით შემოიპარა, სწორედ ამით აიხსნება მისი ,,ვაჟკაცობა”, დედისა და ბიძის არ დაჯერება (არადა მთელი ცხოვრება კაგებეს გენერლის თემურ ალასანიას ჭკუაზე დადიოდა). ჩანაწერებში ჩანს, რომ ოპოზიციის ნაწილიც იყო ამ პროცესში ჩართული ოღონდ როგორც ხშირად ხდება ხოლმე ,,გადააგდეს მიშა”, საყურადღებოა საუბარი რუსეთის პოზიციაზე: მიშას შემოპარვაზე, ნიკანორ მელიას არ დამჭერ გიორგი გახარიაზე, ბიძინა ივანიშვილის არ მოწონებაზე, ნოდარ მელაძის რუსეთის აგენტობაზე და სხვა. ფაქტი ერთია, რომ მიხეილ სააკაშვილი დავალება იყო ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის მოწყობა, რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა და შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩართვა. მადლობა ყველას ვინც ეს სცენარი ჩაშალა და დღეს უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას. ასევე ფაქტია, რომ ,,თავისუფლება მიშას” სპეცოპერაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ გაყვანილი სააკაშვილი, სათანადო ,,მკურნალობის” და ,,გამოჯანმრთელების” შემდეგ ასმაგი ენერგიით გააგრძელებს საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას და უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებას!
თუმცა საქართველოს შიდა და გარე მტრებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს სახელმწიფო და ხალხი არასდროს დაუშვებს ჩვენს ქვეყანაში ქაოსს, არეულობას და დესტაბილიზაციას, რევოლუციის გზით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების შეცვლას და რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევას! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ საქართველოში იყოს მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება!”– წერს ლადო ბოჟაძე.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. გარდა ამისა, ალასანია ჩანაწერში ამბობს, რომ „რუსებსაც არ უნდათ ივანიშვილი“.
„ხომ ჩანს ეს ახლა, ამ მასალებს რომ აწვდიან ამ მელაძეს და ეს მელაძე ჩვენ რომ გვაჩვენებს, ხომ რუსები აწვდიან. ახლა უნდათ გახარიაზე მუშაობა. ახლა თანაც ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ბევრს ვერაფერს მოიტანს“, – ნათქვამია ჩანაწერში.
ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.