გუშინ მთელი დღე ხორეთში გავატარეთ, სოფელი მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს – მას შემდეგ, რაც ამაზე საჯაროდ ვისაუბრეთ დღეს მუშაობა დაიწყეს, შესაძლებელი ყოფილა? გავაკონტროლებთ! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გაკონტროლდება, რამდენად ხარისხიანად და სწრაფად იმუშავებენ.
„გუშინ მთელი დღე ხორეთში(ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) გავატარეთ. სოფელი მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს, ხალხი და მათ შორის ხანში შესული ადამიანები მდინარეზე გადმოდიან ფეხით. მოვითხოვე სასწრაფოდ დროებითი ხიდის მოწყობა, მაგრამ, სამწუხაროდ, გუშინ არავინ მუშაობდა ადგილზე. სამაგიეროდ, მას შემდეგ, რაც ამაზე საჯაროდ ვისაუბრეთ დღეს მუშაობა დაიწყეს. შესაძლებელი ყოფილა? სანამ რუსულ პარტიას გიწევთ ხელისუფლებაში ყოფნა, გავაკონტროლებთ, რამდენად ხარისხიანად და სწრაფად იმუშავებთ და შემდეგ ჩვენ მივხედავთ ჩვენს ხალხს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახური ავრცელებს.