“საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის “განსაკუთრებით მძაფრია 14 წლის წინანდელი ტრაგედია”.
როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს , კვლავ უსაფრთხოების რისკების წინაშე დგას საქართველო და განსაკუთრებული გონიერება გვმართებს ყველას, გონიერება და ერთობა.
“დღეს, როცა რუსეთი ახლა უკვე მოძმე უკრაინის წინააღმდეგ ახორციელებს აგრესიას და ამ წუთებშიც იღუპებიან ადამიანები.
დღეს, როცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კვლავ უსაფრთხოების რისკების წინაშე დგას საქართველო და როცა განსაკუთრებული გონიერება გვმართებს ყველას, გონიერება და ერთობა…
ერთობა, რომელიც ვაჩვენეთ 2008 წელს ერთ მუშტად შეკრულებმა მტრის წინაშე ჩვენი ღირსების, თავისუფლებისა და მიწის დასაცავად.
ჩვენ დღეს ჩვენს ჯარისკაცებს, მებრძოლებს, ყველას, ვინც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე გაწირა, მივაგებთ პატივს. ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე!
მათი და ჩვენი წინაპრების, ჩვენი მომავალი თაობის ნება ერთიანი, ძლიერი, ევროპული სახელმწიფო – საქართველოა!
ამიტომ, არავის აქვს და გვაქვს უფლება, მათ ნებას წინ აღვუდგეთ!,“-წერს გახარია.