“გამოდით ქუჩაში ყველა!” – ხატია დეკანოიძე

“ეს არის 24-საათიანი პროტესტი. ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი და გადამწყვეტი ნაბიჯები კიდევ მრავლად იქნება”, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ აქციაზე განაცხადა.

დეკანოიძემ ყველას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა.

„მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდო, რომელიც ახლა არის ტელევიზორთან და გვიყურებს, ჩვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ, თითოეულმა ჩვენგანმა, ამიტომ, მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ, გამოდით ქუჩაში ყველა. ეს არ არის სიტუაცია, როდესაც არაფერი ხდება, სიტუაცია არის დრამატული და ძალიან მალე ჩვენ თუ არ ვიმოქმედებთ მტკიცედ, ერთსულოვნად, ერთიანად, გაბედულად, მაშინ ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ. კიდევ ერთი თხოვნა, რაც მინდა ვთქვა, ეს არის ის, რომ არ შევყვეთ პროვოკატორებს, მოაგზავნიან, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ პროვოკატორს, მაგრამ ჩვენ ვართ ერთიანი. ძალიან მშვიდად, ვრჩებით აქ, ეს არის 24-საათიანი პროტესტი. ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი და გადამწყვეტი ნაბიჯები კიდევ მრავლად იქნება. ის, რომ შეიკრიბებიან, გამოაცხადებენ, ლეგიტიმაციას თვითონ აღიარებენ და ბიძინა ივანიშვილს ღმერთად დაისვამენ, ეს ქართველი ხალხისთვის მიუღებელია“, -განაცხადა დეკანოიძემ.