სამწუხაროდ, სახალხო დამცველის ზოგიერთი განცხადება არ არის თავსებადი ზოგადად სახალხო დამცველის ინსტიტუტთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა სახალხო დამცველის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, სახალხო დამცველს რატომღაც მხოლოდ ორი პატიმარი ახსენდება.
„დღევანდელ პირობებში, როდესაც მთელი ქვეყანა მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ მოხდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის, სახალხო დამცველს რატომღაც მხოლოდ ერთი ან ორი პატიმარი ახსენდება. კითხვა ერთხელ დავსვი და პასუხი ვერ მივიღე. თუ არსებობს ისეთი პატიმარი, რომლის მდგომარეობაც ისეთ დეტალებში იცის სახალხო დამცველმა, როგორც მაგალითად პატიმარ სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. გამოდის, რომ სამწუხაროდ, სახალხო დამცველი შერჩევით სახალხო დამცველობას და შერჩევით ადამიანის უფლებების დაცვას ირჩევს. ეს მისი პრობლემაა და ამიტომაც აქვს მას ისეთი დაბალი რეიტინგი როგორიც აქვს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ განაჩენი დაუსაბუთებელია და პრეზიდენტს მიმართავს, შეწყალების უფლება გამოიყენოს.