გაბრიელ სალოსის გამზირზე კიდევ ერთი სკვერი გაიხსნა

ისნის რაონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი IV შესახვევის კორპ. N4-ის მიმდებარედ, სკვერი მოაწყო.

 

სამუშაოების ფარგლებში 400 კვ.მ. ფართობზე საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი სივრცე, ახალი განათების ქსელი და გამწვანება, ასევე კალათბურთის და ფეხბურთის პატარა სპორტული მოედანი მოეწყო.

 

პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 240 863 ლარით დაფინანსდა.

 

დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.