ყოფილი პარლამენტარის, ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი მონაზვნად აღიკვეცა. ამის შესახებ ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოსაც აქვეყნებს:
„ქეთევანის გზა გამოვლილი ნორაჩკა მონაზვნად აღიკვეცა!გილოცავ დედაო ქეთევან!!!ასი წელი არ მოგვაკლოს ღმერთმა შენი ლოცვა!!! დიდება ღმერთს!!!“-წერს ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში.
კვიციანი 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაათავისუფლეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა არღვლიანი (კვიციანი) ყველა ეპიზოდში გაამართლა. მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბრალდება ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე წარუდგინეს.