ფაშისტია ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს, უკვე მეორედ, სახლში მიუვარდა, პრობლემა იმ “ევროპელ პოლიტიკოსებშია”, ვინც ევროპის სახელით, ამ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა -შალვა პაპუაშვილი

ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს, უკვე მეორედ, სახლში მიუვარდა, არის ფაშისტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, პრობლემა იმ „ევროპელ პოლიტიკოსებშია“, ვინც რამდენიმე დღის წინ, პარლამენტთან, ევროპის სახელით, ამ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა.

„რა თქმა უნდა, ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს, უკვე მეორედ, სახლში მიუვარდა, არის ფაშისტი. თუმცა, ეს არ არის მთავარი პრობლემა. ქართველ ფაშისტებს ქართველი ხალხი იცნობს და მიხედავს. პრობლემა იმ „ევროპელ პოლიტიკოსებშია“, ვინც რამდენიმე დღის წინ, პარლამენტთან, დამტვრეული ინგლისურით, ევროპის სახელით, ამ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.