ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა. პროტესტის მონაწილეები ტერიტორიას ტოვებენ.
მანამდე ორგანიზატორებმა შეკრებილ საზოგადოებას სცენიდან არაერთხელ მოუწოდეს, რომ ხვალ 22:00 საათზე პარლამენტთან მივიდნენ და მიმართეს სიტყვებით: „ერთად გავუთენოთ საქართველოს“.
მათ აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, ხვალინდელი დღისთვის განსაკუთრებულად მოემზადონ. კერძოდ კი, თან იქონიონ საწვიმრები, ტელეფონის დამტენები, წყალი და ყველა ის ატრიბუტი, რაც მათ ღამის გათევის დროს დასჭირდებათ.