ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საუბარია ღაზაში „ჰუმანიტარული პაუზის“ გამოცხადების აუცილებლობაზე, რათა მათ, ვისაც დახმარება ესაჭიროება, ეს დახმარება მიიღონ.
ასევე ევროპარლამენტი ხაზს უსვამს იმას, რომ ისრაელის უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, უნდა განხორციელდეს მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
რეზოლუციას მხარი 500-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 21, ხოლო 24-მა თავი შეიკავა.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს „ჰამასს“, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გატაცებული მძევლები.
ასევე რეზოლუციაში მკაცრად არის დაგმობილი „ჰამასისადმი“ და სხვა ტერორისტული ჯგუფებისადმი ირანის მხარდაჭერა. ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ გამოძიებული უნდა იყოს რეგიონში ტერორიზმის დაფინანსებაში ირანის, კატარისა და რუსეთის როლი.