ევროკავშირი აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა შეამსუბუქოს სანქციები „გაზპრომბანკის“ წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, „გაზპრომბანკი“ მთავარ როლს ასრულებს ევროკავშირის ქვეყნებისთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველსაყოფად.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირი და აშშ განიხილავენ შემარბილებელი ღონისძიებების სახეობასა და მოცულობას მას შემდეგ, რაც ევროპის ზოგიერთმა სახელმწიფომ და კომპანიამ განაცხადეს, რომ „გაზპრომბანკის“ წინააღმდეგ სანქციები საფრთხეს უქმნის გაზის მიწოდების უსაფრთხოებას.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის მოლაპარაკებებში განხილულ ვარიანტებს შორის არის წინადადება, რომ დაუშვან გადახდები „გაზპრომბანკის“ ლუქსემბურგის შვილობილი კომპანიის ან სხვა გადახდის არხების მეშვეობით.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ „გაზპრომბანკი“ სანქციების სიაში 21 ნოემბერს შეიყვანა.