ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი, მხარს უჭერს, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი X-ზე წერს.
„უკრაინის მშვიდობის სამიტზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ ვისაუბრე. ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი, მხარს უჭერს“, – წერს კაია კალასი.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა.