ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა -გიორგი გახარია

გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით დააგვირგვინა, – ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა.

„გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით, რაც გაახმოვანა არალეგიტიმური პრემიერის, კობახიძის ენით. გასაგებია, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მოღალატეობრივი ამ ნაბიჯის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა“, – დაწერა გიორგი გახარიამ.