ექსკლუზივი: ნიკა მელია პარტიის არჩევნების გადადებას მოითხოვს?                                               

  ნიკა მელია, პარტიაში, „ნაციონალური მოძრაობის“  შიდა არჩევნების გადადებაზე ალაპარაკდა. “ჯორჯიან თაიმსის” წყაროს  ინფორმაციით, მელიამ დაინახა რომ პარტიული განწყობების გათვალისწინებით, მან შესაძლოა  არჩევნები პირველივე ტურში დიდი სხვაობით წააგოს. ამის მიზეზი კი პარტიის შიგნით არსებული სიტუაციაა.

 

 ვინც პარტიაში საარჩევნო ტექნოლოგიები იცის, ყველა მის წინააღმდეგაა. მეტიც, ვერც თბილისის და ვერც რეგიონული ორგანიზაციის ის წარმომადგენლები, რომლებიც მელიას უჭერენ მხარს, მხარდამჭერებს  ვერ აგროვებენ. ამიტომ, მელია დასაყრდენს პარტიის გარეთ ეძებს. კერძოდ, როგორც ამბობენ, მან აჭარაში, ხმების მობილიზება და დახმარება სთხოვა სუს-ის მაღალჩინოსან ბაჩო მგელაძეს. იგი მისი მეგობარია. გარდა ამისა, მელიამ დახმარება სთხოვა ელენე ხოშტარიასა და ზურა ჯაფარიძეს. შეხვდა ედპ-ის აქტივსაც.

 

 ჯაფარიძე-ხოშტარიასთან კომუნიკაციის და ბაჩუკი ქარდავასთან შეხვედრის მიზანი მათი მხარდამჭერების მობილიზება იყო მელიას სასარგებლოდ, თუმცა, ჯერ ერთი, ეს საკმარისი არ არის და მერე მეორეც: გირჩი მეტი თავისუფლება და დროა, არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“   შიდა არჩევნებში ჩართვას. მათ, მელია, უარით გაისტუმრეს.

ჩვენ უკვე ვწერდით, ხაზარაძესთენ მელიას გარიგებაზეც. ამიტომ, მელია მომდევნო დღეებში ეცდება დაიწყოს არჩევნების გადადების კამპანია, სხვადასხვა მოტივით, რათა რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს თავმჯდომარის სკამზე.