ერთადერთი ახალი, რაც ეკა გიგაურის გამოსვლიდან გავიგეთ, თურმე წესიერად ინგლისურიც არ სცოდნია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეკა გიგაურს რაც შეეხება, ეს იყო მორიგი ლუსტრაცია, ეს იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა ამერიკის კონგრესში. ერთადერთი ახალი, რაც გავიგეთ ამ გამოსვლიდან, არის ის, რომ ეკა გიგაურს წესიერად ინგლისურიც კი არ სცოდნია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.