აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით მისთვის ბრალის წაყენებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
„ძნელი დასაჯერებელია, რომ ოპოზიციური პარტიის წამყვან კანდიდატს ბრალი წაუყენეს. ეს მესამე მსოფლიოა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ის გვერდზე.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდება 37 პუნქტის მიხედვით წარუდგინეს.
49-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში ფიგურირებს ისეთი პუნქტები, როგორებიცაა „საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვა“, „ყალბი ჩვენების მიცემა“, „შეთქმულება მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის მიზნით“.
თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი ბრალს არ აღიარებს და აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს პოლიტიკური მოტივით დევნაში ადანაშაულებს. მაიამის სასამართლოს წინაშე 76 წლის ტრამპი 13 ივნისს უნდა წარდგეს.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს.