“ძალიან ზუსტი შეფასებებით წარსდგა ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე” – ზურა ქადაგიძე

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ძალიან ზუსტი შეფასებებით წარსდგა ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე.
ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია ნომერ პირველი ბირთვული სახელმწიფოს მიერ და გამომდინარე რეგიონული კრიზისიდან, სამხედრო ინტერვენციის რისკი ოკუპანტის მხრიდან არა თუ მცირდება, არამედ იზრდება, საქართველოს სახელმწიფო ეროვნული ინტერესები

განისაზღვრება შემდეგი აუცილებლობით:

• მშვიდობა;
• ეროვნული ეკონომიკის გადარჩენა;
• პოლიტიკური სტაბილურობა;
• სახ-ინსტიტუტების მდგრადობა;
• გონივრული საგარეო პოლიტიკა;
• საზოგადოებრივი კონსოლიდაცია.
რას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, სახელმწიფო ინტერესების საპირისპიროდ:
▪︎ ლიბერალური ფაშიზმის პედალირებით, საზოგადოებას კარგებად და ცუდებად ყოფს;
▪︎ ყველა საგარეო ვიზიტს, საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანებისთვის იყენებს;
▪︎ პერმანენტულ რეჟიმში, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს;
▪︎ პარლამენტსა თუ ქუჩაში, ყველა მათი ქმედება და დემონსტრაცია, პოლიტიკური კრიზისის შექმნას ხმარდება;

▪︎ სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას ამუნათებენ და მოუწოდებენ საქართველოს, საერთაშორისო სანქციებში ჩართვაზე, რაც ავტომატურად ეკონომიკის ჩამოშლას მოასწავებს;

▪︎ ყველა მათი ინსინუაციური და პროვოკაციული ნაბიჯი, გათვლილია რუსეთ-უკრაინის ომში, საქართველოს მხარედ დაფიქსირებისთვის,რაც პირდაპირ მეორე ფრონტის გახსნის პერსპექტივაა.

პრემიერის ბოლო მიმართვა, საპარლამენტო ოპოზიციას:
„ახლა თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორ შეაფასებთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ექსტრემიზმს“, – ძალიან საინტერესო, იქნება ჩვენი ოპოზიციის შეფასებები, თუმცა რა უნდა შეაფასონ, როდესაც მათი 90% ამ ექსტრემიზმსა და დესტაბილიზაციის შექმნას ასაზრდოებს?!
მოკლედ, ჩვენ ოპოზიციაზეა ნათქვამი – არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი,” – წერს ზურაბ ქადაგიძე.